ჩვენი ევრომეტოქეები: რუსეთს კაუნი დააკლდა. ხრიაპა სათუოა

ჩვენი ევრომეტოქეები: რუსეთს კაუნი დააკლდა. ხრიაპა სათუოა

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე რუსეთს სერიოზული დანაკლისი აქვს. ოპერაცია გაიკეთა და ლიტვაში რუსებს ვერ დაეხმარება 211 სანტიმეტრი სიმაღლის ცენტრი საშა კაუნი. ცსკა–ს კალათბურთელი რუსეთის ნაკრების ერთ–ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება, თუმცა მისი ვარსკვლავი ევროპაში უკვე ამობრწყინდა, თუმცა საკვანძო მომენტში მან ტრავმა მიიღო და ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს.
 

საშა კაუნი რუსეთის ნაკრების თამაშებს ტელევიზორში უყურებს
 
კანის გარდა რუსებს კიდევ ერთი, უფრო გამოცდილი და მაღალი კლასის მოთამაშე შეიძლება დააკდეს. სერგეი ხრიაპას ერთი რომ ტრავმა აწუხებს და ევრობასკეტამდე მისი ფორმაში ჩადგომა სათუოა, მეორეც – ხრიაპას დაზღვევის დეტალებზე ჯერაც ვერ თანხმდებიან რუსეთის კალათბურთის ფედერაცია და შესაბამისი კომპანიები. ხრიაპას კვლავ დაშავების ალბათობა ჩვეულებრივზე დიდია და ამიტომ სადაზღვევო კომპანიები ჩვეულზე დიდ თანხას ითხოვენ, რისი გადახდაც რუსებს არ ახარებთ. ხრიაპას ნაკრებთან ჯერაც არ უვარჯიშია. ის მსუბუქ დატვირთვებს დღეს შეუდგება.