ჩვენი მეტოქეები: სლოვენიას სამწვრთნელო შტაბი ახალგაზრდებით შეივსო

ჩვენი მეტოქეები: სლოვენიას სამწვრთნელო შტაბი ახალგაზრდებით შეივსო

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე სლოვენიამ სამწვრთნელო შტაბი შეივსო. სლოვენიელთა მთავარმა მწვრთნელმა – სერბმა ბოჟიდარ მალკოვიჩმა საკუთარი ასისტენტების ვინაობა დაასახელა. სახელგანთქმული მწვრთნელის თანაშემწეებად სლოვენიის ნაკრებში ალექსანდრ სეკულიჩი და გასპერ პოტოჩნიკი იმუშავებენ.
 
„მე გადავწყვიტე, ასისტენტებად ნაკრებში ახალგაზრდა მწვრთნელები – ალექსანდრ სეკულიჩი და გასპერ პოტოჩნიკი ავიყვანო. მათ შესახებ მე არაერთ ცნობილ სლოვენიელ მოთამაშეს თუ მწვრთნელს ვესაუბრე და დავრწმუნდი, რომ სლოვენიური კალათბურთის მომავლისთვის აჯობებს, რომ ნაკრებში სწორედ მათ იმუშაონ“ – განაცხადა ბოჟიდარ მალკოვიჩმა.
 
მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, სეკულიჩსა (33 წელი) და პოტოჩნიკს (35 წელი) მდიდარი სამწვრთნელო სტაჟი აქვთ. ისინი სხვადასხვა სლოვენიურ გუნდებში მუშაობდნენ – ძირითადად, ასისტენტებად. ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მათ უმაღლესი სამწვრთნელო კურსები აქვთ გავლილი.
 

ალესქანდრ სეკულიჩი და გასპერ პოტოჩნიკი