საქართველოს 16–წლამდელთა ნაკრებმა გაზიანთეფის საერთაშორისო ტურნირზე მეორე მარცხი განიცადა. სადებიუტო შეხვედრაში საფრანგეთთან 51:89 წაგების შემდეგ გია კაზანჯიანის გუნდმა ჩინეთთან შეხვედრა 35:108 დათმო. ჩინელების რა მოგახსენოთ და ჩვენგან ნუგზარ აბულაძე გამოირჩა, რომელმაც 14 ქულა მოაგროვა, ხოლო პირველ მატჩში ორმაგი დუბლის შესრულებელ ბექა დარახველიძეს იგივეს გამეორებამდე 1 მოხსნა დააკლდა. მან 11 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა.
დღეს საქართველოს ნაკრები ირანს შეხვდება, 8-ში – სლოვენიასთან, ხოლო 9-ში – ბულგარეთთან იამაშებს.
ჩინეთი 108:35 საქართველო
(27:8, 29:2, 28:16, 24:9)
საქართველო: ამირხანაშვილი (6), ლილუაშვილი, კობალავა, აბულაძე (14), ტომარაძე (2), დარახველიძე (11 ქულა, 9 მოხსნა), პულუზაშვილი (2), ღურწკაია, ჭიხვარია, ლომთაძე.