დავით უსტიაშვილის ნაკრები იტალიასთან აგებს

სამწუხაროდ, ჯგუფური ეტაპის მეორე შეხვედრაში, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მასპინძელსა და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, იტალიის ნაკრებს და 56:94 დამარცხდა.ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში 12-12 ქულით ყველაზე შედეგიანები გიორგი შერმადინი და მიხეილ ჭოჭუა იყვნენ, რომლებმაც ასევე 3-3 მოხსნა გააკეთეს. შერმადინმა 12 საჯარიმოდან 8 გამოიყენა. დავით უსტიაშვილის ნაკრების ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი მოხსნებზე პირწმინდად წაგებული ორთაბრძოლები გახდა. იტალიამ მოხსნებში 45:15 მოგვიგო. ტურნირის უკანასკნელ დღეს საქართველო ბულგარეთს ხვდება, იტალია კი ლატვიას. საქართველოს ნაკრები უკვე თითქმის მეორე წრეშია, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო ჩემპიონატში ჩვენი ახალგაზრდები კვლავ უმაღლეს დივიზიონში მიიღებენ მონაწილეობას.მასპინძელთა შემადგენლობაში არაჩვეულებრივად ითამაშა ლუიჯი და ტომემ, რომელმაც 11-დან 7 სროლა გამოიყენა.
იტალია – საქართველო 94:5615:15, 34:18, 20:9, 25:14იტალია: და ტომე (21 ქ. 9 მ. 3 ჩ. 1 პ), ჰაკეტი (17 ქ. 5 პ. 4 მ. 2 ჩ), ფოლიო (10 ქ. 5 მ. 1 ჩ), არადორი (10 ქ. 3 მ), კუკაროლო (9 ქ. 12 მ. 2 დ. 1 პ), პაცა (7 ქ. 4 პ. 4 ჩ. 1 მ), საქართველო: ჭოჭუა (12 ქ. 3 მ. 2 ჩ), გ. შერმადინი (12 ქ. 3 მ), მათიაშვილი (10 ქ. 1 მ), ლაფანაშვილი (6 ქ. 2 მ. 2 პ. 1 ჩ), ჯგერენაია (5 ქ. 2 მ. 2 დ. 1 პ. 1 ჩ), გაფრინდაშვილი (5 ქ. 2 მ. 2 პ. 1 ჩ), ცეკვავა (3 ქ. 2 ჩ), ფარაღალავა (3 ქ), წივწივაძე, დიდია, გულისაბედაშვილი, მ. ბერიშვილი.
ბულგარეთი – ლატვია 96:8927:22, 19:20, 16:17, 34:30ბულგარეთი: ი. ლილოვი (29 ქ. 4 მ), კოსტოვი (17 ქ. 5 მ. 2 პ. 2 ჩ), კოლევი (16 ქ), ავრამოვი (13 ქ. 3 პ), ლ. ლილოვი (12 ქ. 5 მ. 4 პ. 2 ჩ).ლატვია: ზაკისი (30 ქ. 9 მ. 3 ჩ. 2 პ), კუკსიკისი (20 ქ. 3 მ. 3 პ), სტრუპოვიცსი (11 ქ).
სატურნირო მდგომარეობა
1. იტალია 2:0 +732. საქართველო 1:1 -83. ბულგარეთი 1:1 -284. ლატვია 0:2 -37