გუშინ და დღეს თბილისის 13-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩები გაიმართა. 53-ე სკოლაში კვირას 7 შეხვედრა ჩატარდა, რის შემდეგაც ცხრილში ლიდერები გამოიკვეთნენ, ხოლო “ბ” ჯგუფში თამაშები დასრულდა.
შედეგად გაირკვა, რომ პირველ ადგილზე დაუმარცხებელი “აკადემია” გავიდა, ხოლო ჯგუფიდან მეოთხედფინალში გამსვლელი მეორე ადგილი “ვარსკვლავებს” ერგო. მესამე ადგილზე “მართვე” გავიდა, რომელიც დანარჩენ ჯგუფებში თამაშების დასრულებას ელოდება, რათა გაიგოს, გავიდა თუ არა მეოთხედფინალში.
შეგახსენებთ, რომ მეოთხედფინალში ჯგუფებში 1-2 ადგილზე გასულ გუნდებთან ერთად 3-დან 2 საუკეთესო მესამეადგილოსანი გადის. პლეი ოფში გასული 8 გუნდი ბრძოლას თბილისის ჩემპიონის გამოსავლენად განაგრძობს, ხოლო ჯგუფებში მე-4 ადგილზე გასული 3 გუნდი და პლუს უარესი შედეგის მქონე მესამეადგილოსანი საქართველოს ჩემპიონატი 2 საგზურისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ “გ” ჯგუფში გოგონათა ნაკრები გამოდის, რომელიც ტურნირში უკონკურსოდაა დაშვებული და მასთან ნაჩვენები შედეგები გუნდებს ანგარიშში არ ეთვლებათ.
13-წლამდელთა თბილისის ჩემპიონატი. 53-ე სკოლა. 2 თებერვალი
“ჰიუნდაი” – “მართვე 2” 72:51
“ბასტიონი” – “ვარსკვლავები” 32:62
“იმედი” – “მართვე” 44:65
“ნიკეა” – “შსს-მართვე 2” 48:74
“შსს-მართვე” – ნაკრები 76:71
“ვესტა” – თსუ 41:50
“ჰიუნდაი 2 – TBC 39:58
საკალათბურთო აკადემია. 3 თებერვალი
“შსს მართვე” – “ვესტა” 20:0
თსუ – “ჰიუნდაი 2” 60:38
ნაკრები – TBC 61:37