დიქსონის 18 ქულამ მის გუნდს ლიდერთან არ უშველა

დიქსონის 18 ქულამ მის გუნდს ლიდერთან არ უშველა

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, მაიკლ დიქსონის “ბაჰჩეშეჰირმა” თურქეთის პირველ ლიგაში მორიგი მატჩი სტუმრად, ერთ-ერთ ლიდერ “სელჩუკლუ ბელედიესისთან” გამართა და 85:87 წააგო. დიქსონი ტრადიციულად საუკეთესოთა შორის იყო.

მაიკლი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და სტუმართა რიგებში ყველაზე მეტი – 35 წუთი ითამაშა. მაიკლმა 2-ვე ორქულიანი, 8-დან 4 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო და 18 ქულას 3 მოხსნა, 5 პასი და 1 ჩაჭრა წაამატა.
საქართველოს ნაკრების უკანახაზელმა ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი კი 19-ს გაუტოლდა.

“ბაჰჩეშეჰირს” 16 მოგება და 11 მარცხი მოუგროვდა და მე-6 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 17 მარტს, შინ, მე-2 პოზიციაზე მყოფ “ბურსასპორთან” გამართავს.