სერბული “ბორაცის” წევრი, დუდა სანაძე ჩვეულ ფორმაშია. მან ადრიატიკის მორიგ ტურში 20-ქულიანი მატჩი ჩაატარა და სტუმრად საკმაოდ ძლიერი “ცედევიტა ოლიმპიას” დამარცხებამდე ცოტა დააკლდა. დაძაბული ბრძოლა სლოვენიური კლუბის გამარჯვებით – 83:80 დასრულდა.
სანაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 27:21 წუთში 20 ქულა (სეზონში საუკეთესო მაჩვენებელი), 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა, რაც სერბული კლუბის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
დუდამ 7-დან 4 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 6-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ქართველი ლეგიონერის სარგებლიანობის კოეფიციენტი 15-ს გაუტოლდა და ეს სტუმართა რიგებში მე-2 მაჩვენებელი იყო. სანაძეს მხოლოდ ამერიკელმა ჰანტერ ჰეილმა აჯობა, რომელმაც 18 ქულას 6 მოხსნა და 4 პასი წაამატა.
ბორაცს 8 მოგება და 16 მარცხი მოუგროვდა და ადრიატიკის ლიგაში მე-12 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 20 აპრილს ტურნირის ერთ-ერთ ლიდერ ცრვენა ზვეზდასთან გამართავს.