დუდა სანაძის 7-ქულიანი დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

დუდა სანაძის 7-ქულიანი დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში

ესპანეთის უმაღლეს ლიგაში დუდა სანაძის დებიუტი შედგა. საქართველოს ნაკრების მსროლელმა “გიპუზკოა ბასკეტთან” კონტრაქტი 19 ოქტომბერს გააფორმა, დღეს კი მე-5 ტურის მატჩში “ხუვენტუდის” წინააღმდეგ ითამაშა და დებიუტის კვალობაზე საკმაოდ შედეგიანად.

დუდა თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 17 წუთი გაატარა. სანაძემ 5-დან 3 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. 7 ქულასთან ერთან “გიპუზკოას” დებიუტანტმა 1 მოხსნა მიითვალა, 3 ჯარიმა მიიღო და ბურთი ამდენჯერვე დაკარგა. 

გიპუზკოელთა მეორე ქართველს, ბექა ბურჯანაძეს არ უთამაშია. მას ტრავმა აწუხებს და განაცხადში არ ყოფილა. რაც შეეხება მატჩს, ის ქართველების გუნდმა უშანსოდ – 64:88 წააგო. “გიპუზკოას” 5 ტურის შემდეგ მოგება არ აქვს და 18-გუნდიან ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება. მორიგი მატჩი სანაძე-ბურჯანაძის გუნდს 28 ოქტომბერს, შინ “გრან კანარიასთან” ელის.