დუდა სანაძის 9 ქულა “ბუდუჩნოსტთან” მატჩში

დუდა სანაძის 9 ქულა “ბუდუჩნოსტთან” მატჩში

დუდა სანაძის “ბორაცი” ადრიატიკის ლიგის მორიგ ტურში სტუმრად “ბუდუჩნოსტს” შეხვდა და 73:97 დამარცხდა. მონტენეგრული გუნდი ლიგის ერთ-ერთი ლიდერია, სანაძის გუნდი კი ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება და დარჩენილ 3 ტურში რაც შეიძლება, მაღალი ადგილის დასაკავებლად იბრძოლებს.

ქართველმა ლეგიონერმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 22:29 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში დუდამ 9 ქულა, 3 ჩაჭრა, 2 პასი და 1 მოხსნა მოაგროვა. სანაძემ 5-დან 3 სამქულიანი ჩააგდო, 2 ორიანი კი ააცილა. სერბულ კლუბში ყველაზე შედეგიანმა მოთამაშემ, მარკო პეჩარსკიმ 14 ქულა ჩააგდო, “ბუდუჩნოსტში” კი 18 ქულით საუკეთესო დენის სილი იყო. 

“ბირაცს” 8 მოგება და 15 მარცხი აქვს და 14-გუნდიანი ლიგის მე-13 ადგილზე იმყოფება. რეგულარული ჩემპიონატის დარჩენილ 3 მატჩს სანაძის გუნდი “ოლიმპიასთან”, “მორნართან” და “ცრვენა ზვეზდასთან” გამართავს.