დუდუ დადიანის მემორიალის მეორე დღე. თსუ მაკაბის უგებს

რუსთავში მიმდინარე დუდუ დადიანის მემორიალზე მეორე დღის შეხვედრები გაიმართა.
დიდ ინტერესს იწვევდა სახეშეცვლილი “თბილავიამშენისა” და წინა დღით “ვითასთან” წაგებული “დინამოს” შეხვედრა.
ლევან მოსეშვილის გუნდი, ანუ “თბილავიამშენი” თავიდან ბოლომდე აკონტროლებდა მატჩის მსვლელობას და დაბალანსებული შემადგენლობით დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ “ავიამ” თავისი საუკეთესო თამაში ვერ აჩვენა, რაც სეზონის წინ გარკვეული შეუთამაშებლობით აიხსნება.  კარგად გამოიყურებოდა მოსეშვილის გუნდის ახალწვეული, ცენტრი ვახტანგ მინაშვილი, რომელმაც წინა სეზონი “აზოტში” გაატარა. მან 18 ქულა დააგროვა და თამაშიდან სროლების საკმაოდ კარგი პროცენტიც ჰქონდა. კოტე ტუღუშმა 12 ქულითა და 3 პასით დაასრულა აღნიშნული მატჩი.
რაც შეეხება “დინამოს”, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გარკვეული ცვლილებები გააკეთა – კერძოდ, არ უთამაშიათ, ლექსო ლაფანაშვილსა და ზურაბ ბადრიძეს, ხოლო გუნდში წელლს გადასულმა ცენტრმა, რევაზ ათანელიშვლიმა 18 ქულა მოიმკო და თავის გუნდში ყველაზე შედეგიანი გახდა.
დღის მეორე შეხვედრაში კი “მაკაბიმ” ვერაფერი დაუპირისპირა თსუ-ს აწყობილ დაცვას და პირველ ტურში “აზოტის” სენსაციური ძლევის მერე, 16 ქულით, 76:92 დამარცხდა.
გიორგი შერმადინს შესანიშნავად მეურვეობდნენ რიჩარდ მათიაშვილი და ირაკლი კეიდია, რომლებმაც რუსთაველებთან 39 ქულის გამკეთებელი შერმადინი ამჯერად, მხოლოდ 18 ქულას დააჯერეს.
ხვალ მემორიალზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩებია – “ავია” “ვითას” ხვდება და მოგებული, ფინალში გავა, ხოლო თუ “აზოტი” თსუ-ს 13 და მეტი ქულით მოუგებს, მაშინ ტურნირის მოქმედი ჩემპიონები ფინალში ითამაშებენ.
დინამო – თბილავიამშენი 61:7217:22, 15:18, 10:20, 19:12დინამო: ათანელიშვილი (18 ქ. 6 მ), გულისაბედაშვილი (15 ქ. 9 მ. 4 პ), ჟღენტი (6 ქ. 7 პ. 3 მ).თბილავიამშენი: მინაშვილი (18 ქ. 4 მ), ტუღუში (12 ქ. 3 პ), ნიკოლაძე (10 ქ), როდუმტა (9 ქ. 14 მ), იმნაძე (7 ქ).
მაკაბი – თსუ 76:9216:28, 23:18, 22:22, 15:24მაკაბი: გ. შერმადინი (18 ქ. 13 მ), ს. შერმადინი (16 ქ. 8 მ),  კოღუაშვილი (12 ქ), კორკოტაძე (11 ქ).თსუ: კეიდია (18 ქ. 7 მ), ფანჩულიძე (16 ქ), მათიაშვილი (13 ქ. 8 მ. 5 ჩ. 2 დ), არწივიძე (12 ქ), ხეცურიანი (12 ქ. 4 მ. 2 პ).