დუდუ დადიანის მემორიალზე ფინალისტები დასახელდნენ

რუსთავში, დუდუ დადიანის სახელობის მემორიალზე ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩები გაიმართა. ზურაბ ტომარაძის “ვითამ” დაძაბულ ბრძოლაში “თბილავიამშენი” 95:84 დაამარცხა და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. გადამწყვეტ მატჩში “ვიტა” მოქმედ ჩემპიონს, “აზოტს” დაუპირისპირდება, რომელსაც თსუ-თან მატჩში მინიმუმ 13 ქულით მოგება სჭირდებოდა ჯგუფში პირველ ადგილზე გასასვლელად. საბოლოოდ, რუსთაველებმა სასურველი სხვაობით იმარჯვეს და ფინალში გავიდნენ.
ხვალ12:00. მაკაბი – დინამო (V-VI ადგილებისთვის)14:00. თსუ – თბილავიამშენი (III-IV)16:00. აზოტი – ვიტა (ფინალი)