ეკატერინე წივწივაძის გუნდის მორიგი გამარჯვება JR.NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე

ეკატერინე წივწივაძის გუნდის მორიგი გამარჯვება JR.NBA-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე

ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ეკატერინე წივწივაძის გუნდმა. ევროპა-შუა აზიის ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც ქართველი გოგონა იცავს, ინდოეთს შანსი არ დაუტოვა. მატჩი დასავლელთა უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით – 62:23 (სტატისტიკა) დასრულდა.

ქართველმა გოგონამ მოედანზე 15 წუთი გაატარა და საკმაოდ აქტიური გახვდათ. ეკამ 2 ცდიდან 1 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. მთლიანობაში წივწივაძეს 2 ქულა, 1 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა დაუგროვდა. ევროპა-შუააზიელებს ლიეტვუელებმა ულიდერეს: უნე სირტაუკაიტემ 14 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ხოლო ევა პერნავაიტემ თავი 12 ქულას მოუყარა.

ევროპა-შუა აზიის ნაკრებს 2 მოგების წილ 1 მარცხი აქვს. 8 აგვისტო ტურნირზე დასვენების დღეა და თამაშები პარასკევიდან განახლდება. შეგახენებთ, რომ ამერიკის ქალაქ ორლანდოში ჯუნიორ ნბა-ს მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც 16 გოგონათა და 16 ვაჟთა ნაკრები შეიკრიბა. ფინალამდე ცალკე მიმდინარეობს ამერიკის რეგიონების და ცალკე დანარჩენი მსოფლიოს რეგიონების თამაშები. ტურნირის ბადეში ამერიკის მხარეს არიან ნბა-ს დივიზიონის შესაბამისი რეგიონების ნაკრებები: ჩრდილო-დასავლეთი, ცენტრალური, შუადასავლეთი, ატლანტიკა, დასავლეთი, სამხრეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთი და ჩრდილო-აღმოსავლეთი. დანარჩენი მსოფლიოს მხარეს კი არიან: კანადა, ლათინური ამერიკა, ევროპა – შუა აზია, ჩინეთი, მექსიკა, აფრიკა, ინდოეთი და აზია – წყნარი ოკეანე. თითოეული ბადე გამარჯვებულს გამოავლენს და მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ამერიკის საუკეთესო ნაკრები დანარჩენი მსოფლიოს საუკეთესოს შეხვდება.