ელისის და ბოისას გუნდებმა ისევ წააგეს

ესპანეთის პრიმერადივიზიონი გუშინწინ “რეალი” – “ფუენლაბრადას” მატჩით დაიწყო, რომელშიც ნიკოლოზ ცქიტიშვილმა 15 ქულა ჩაუგდო “სამეფო კლუბს”, გუშინ კი ტურის დარჩენილი შეხვედრები გაიმართა, რომლებშიც საქართველოს ნაკრების წევრებმა – ვლადიმერ ბოისამ და ტაირონ ელისმა იიღეს მონაწილეობა.ბოისას “ვივემენორკა” პირველობის ერთ-ერთ ლიდერ “უნიკახას” ესტუმრა და 53:78 დამარცხდა.

ვლადიმერ ბოისა ირჟი ველშს (#9) ბურთს ეცილება
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 18 წუთი დაყო და გუნდს 2 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი შეაწია. ბოისამ სამივე სამქულიანი ააცილა, სამი ორქულიანიდან კი ერთი ჩააგდო.”ვივამენორკა” 5 მოგებითა და 11 მარცხით მე-14 ადგილი უკავია.კვლავაც ბოლო ადგილზე რჩება ტაირონ ელისის “კახასოლი”, რომელიც “სარაგოსასთან” საშინაო მატჩში 75:79 დამარცხდა.საქართველოს ნაკრების ამერიკელმა გამთამაშებელმა მოედანზე 26 წუთი დაჰყო და მასპინძლებს 8 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი შეაშველა. ელისმა 7-დან 2 სამქულიანი გამოიყენა, 2 ორქულიანიდან კი ერთი ჩააგდო. “კახასოლს” 16 ტურში ორადორი მოგება აქვს და 17-გუნდიან ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

ტაირონ ელისმა ბურთი მოხდენილად ჩატენა