ეპანეთში ქართველმა კადეტებმა თურქებთან წააგეს

ესპანეთის ქალაქ ისკარის საერთაშორისო ტურნირზე წასულმა საქართელოს კადეტთა ნაკრებმა პირველ მატჩში წაგება განიცადა. ევროპირველობის B დივიზიონში მყოფმა გია კაზანჯიანის გუნდმა ელიტის წარმომადგენელ თურქეთის ნაკრებთან შეხვედრა 62:82 დათმო.
როგორც ნაკრების მწვრთნელმა განაცხადა, ჩვენმა ბიჭებმა საკმაოდ კარგად ითამაშეს და გაცილებით მძლავრ მეტოქესთან ღირსეულად დამარცხდნენ. ამაში მართლაც ძნელია, კაზანჯიანს არ დაეთანხმო:ჩვენი კადეტთა ნაკრები ხომ შარშანაც იმყოფებოდა ისკარის ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე და მაშინდელი დიდსხვაობიანი წაგებები ამასთან რა შესადარებელია.
ერთი სიტყვით, ქართველებმა თურქებთან 20 ქულით წააგეს და ამ მატჩის ოქმი იმიტომ არ შეგვიძლია, შემოგთავაზოთ, რომ როგორც კაზანჯიანმა აღნიშნა, თამაშის მსვლელობისას სტატისტიკის მთვლელი მოწყობილება დაზიანდა.
ქართველები დღეს 15 საათზე ხორვატებს დაუპირისპირდებიან