ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის გამოკითხვა დაიწყო: მხარი დავუჭიროთ შერმადინს, შენგელიასა და ბურჯანაძეს!

ესპანეთის ჩემპიონატის MVP-ის გამოკითხვა დაიწყო: მხარი დავუჭიროთ შერმადინს, შენგელიასა და ბურჯანაძეს!

ვინ არის ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი? ამ შეკითხვაზე პასუხს მაისის ბოლოს მივიღებთ, როდესაც დასრულდება გამოკითხვა და საკუთარ რჩეულებს დაასახელებენ ფანები, მწვრთნელები, კალათბურთელები და ჟურნალისტები.

გულშემატკივართა გამოკითხვა დაიწყო. შეგიძლიათ ხმა მისცეთ თორნიკე შენგელიას, ბექა ბურჯანაძესა და გიორგი შერმადინს, როგორც ესპანეთის ლიგის ოფიციალურ საიტზე http://mvpmovistar.acb.com/-ზე, ასევე Twitter-სა და Instagram-ზე.

Twitter-ის შემთხვევაში უნდა დაწეროთ პოსტი, მიაწეროთ #MVPMovistar და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი ლათინური შრიფტით. “რეტვიტი”, ანუ გადაზიარებაც მოუმატებს ხმების რაოდენობას სასურველ კანდიდატს.

Instagram-ზე შეგიძლიათ დადოთ ფოტო და მიაწეროთ #MVPMovistar გვარი და სახელი. კომენტარებში ჩაწერილი სასურველი კანდიდატიც მიიღება სათვალავში.

მიაქციეთ ყურადღება, რომ ერთი Instagram-ით და Twitter-ით 24 საათში მხოლოდ ერთხელ შეგიძლიათ ხმის მიცემა.

ჩამონათვალშია 20 უკანახაზელი, 25 ფორვარდი და 25 წინახაზელი. იმის მიხედვით, ვინ რამდენ ხმას მიიღებს, დაკომპლექტდება სიმბოლური ხუთეული.

გამოკითხვა სრულდება 18 მაისს თბილისის დროით 4 საათზე.

მხოლოდ გულშემატკივართა გამოკითხვა ვერ გამოავლენს ესპანეთის ჩემპიონატის საუკეთესოს. ჩატარდება ასევე მწვრთნელების, კალათბურთელებისა და ჟურნალისტების გამოკითხვა. სწორედ ამ ოთხი სეგმენტის (25-25 პროცენტი) ხმების შეჯამების შემდეგ დასახელდება ლიგის MVP.