ესპანეთის ჩემპიონატის ტურმა ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაიარა

ესპანეთის ჩემპიონატის ტურმა ქართველი ლეგიონერების გარეშე ჩაიარა

ესპანეთის ჩემპიონატის მორიგი ტური ქართველების გარეშე გაიმართა. გიორგი შერმადინის ტრავმის შესახებ ამავე გვერდზე სხვა პუბლიკაციაში წაიკითხავთ. რაც შეეხება თორნიკე შენგელიას, ის და ჯეისონ გრეინჯერი, “ბასკონიას” მთავარმა მწვრთნელმა პედრო მარტინესმა უბრალოდ დაასვენა. მიზეზი გადატვირთული კალენდარია, თუმცა გრეინჯერს მცირე ტრავმა ჰქონდა და დასვენება თავის დაზღვევითაც იყო განპირობებული. “ბასკონიამ” ესპანეთის ჩემპიონატში ორი ლიდერის გარეშეც იოლად დაამარცხა კატალონიური “ხუვენტუდი” – 75:61, თანაც სტუმრად.