ესპანეთში მხოლოდ ტაირონ ელისმა ითამაშა

ესპანეთში მხოლოდ ტაირონ ელისმა ითამაშა

ესპანეთის ჩემპიონატის გასულ ტურში ერთადერთმა „ჩვენიანმა“ ითამაშა. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი წევრი, ტაირონ ელისი 10:35 წუთით დასაქმდა „ესტუდიანტესი“–„მენორკას“ შეხვედრაში, თუმც მოედანი უქულოდ დატოვა.
 
ელისმა შორი მანძილიდან ხუთჯერ სცადა „მენორკას“ ფარის დალაშქვრა, თუმცა არაზუსტად. ტაირონმა 3 ჯარიმა მიიღო, სხვა სტატისტიკურ მაჩვენებლებში მისი გვარის გასწვრივ ოქმში ნულიანები ეწერა. შეხვედრა მისმა „ესტუდიანტესმა“ 77:69 მოიგო. ელისის გუნდს 31 შეხვედრიდან 16 მოგება აქვს და ცხრილში მე–10 ადგილზე იმყოფება.
 
ბექა ბურჯანაძის „კახასოლმა“ სტუმრად „მანრესა“ 66:58 დაამარცხა, თუმცა ქართველი ფორვარდი განაცხადში არ ყოფილა. ტორინ გრინის „გრან კანარია“ დღეს თამაშობს, თუმცა საქართველოს ნაკრების ამერიკელ წევრს ფეხის თითი აქვს მოტეხილი და მოედანზე არ იქნება. დღესვე უწევს თამაში კიდევ ერთ ქართულპასპიორტიან ამერიკელ ქუინტონ ჰოსლის. მისი “ხუვენტუდი” ლიდერ “ბარსელონას” უმასპინძლებს.