ესპანური მედია: ტორინ გრინისთვის სეზონი დასრულდა

ესპანური მედია: ტორინ გრინისთვის სეზონი დასრულდა

არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა ესპანურ მედიაში. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა გამთამაშებელმა ტორინ გრინმა ტრავმა მიიღო და როგორც პრიმერადივიზიონის ოფიციალურ ვებ–გვერდზე (www.acb.com) წერია, ის „გრან კანარიას“ სეზონის დარჩენილ პერიოდში ვეღარ დაეხმარება.
 
როგორც იტყობინებიან, გრინს მარჯვენა ტერფის ცენტრალური ნაწილის მეტატარზალური მოტეხილობა აქვს. ჯერჯერობით უცნობია, როდის შესძლებს გრინი ვარჯიშის განახლებას. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 ივლისს, ავსტრიის ქალაქ შტაინბრუნში იკრიბება.