FIBA-ს 20-წლამდელთა და 16-წლამდე გოგონათა ევროპის ჩელენჯერების ვიდეო რგოლები

FIBA-ს 20-წლამდელთა და 16-წლამდე გოგონათა ევროპის ჩელენჯერების ვიდეო რგოლები

საქართველომ ზაფხულში ორ საერთაშორისო ღონისძიებას უმასპინძლა. ივლისის თვეში თბილისმა FIBA-ს 20-წლამდელთა ევროპის ჩელენჯერს უმასპინძლა, სადაც  საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს ისეთი მაღალი რანგის გუნდებმა,  როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი, ბულგარეთი და პოლონეთი.  FIBA-ს  20-წლამდელთა ევროპის ჩელენჯერის ჩემპიონი საფრანგეთის გუნდი გახდა.

აგვისტოში ჩვენმა ქვეყანამ კიდევ ერთი საერთაშორისო ღონისძიება –  FIBA-ს 16-წლამდე გოგონათა ევროპის ჩელენჯერი  ჩაატარა, სადაც საქართველოსთან ერთად სომხეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მალტასა და ალბანეთის 16-წლამდე გოგონათა ნაკრებმა გუნდებმა იასპარეზეს. ტურნირის ჩემპიონის ტიტული ჩრდილოეთ მაკედონიის გუნდმა მოიპოვა.

ორივე საერთაშორისო ღონისძიებას ჩვენმა ქვეყანამ მაღალ დონეზე, წარმატებით  უმასპინძლა.

 გთავაზობთ FIBA-ს 20-წლამდელთა და 16-წლამდე გოგონათა ევროპის ჩელენჯერების ამსახველ ვიდეო რგოლებს.