გაიხსნა 16–წლამდელთა ჩემპიონატის ვებ–გვერდი

საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გახსნა ახალი ვებ–გვერდი, რომელიც მთლიანად 16–წლამდელთა ჩემპიონატს დაეთმობა და ამ შეჯიბრის ყველა ნიუანსს გააშუქებს. ამიერიდან ნებისმიერი სიახლე, რაც 16-წლამდელთა ჩემპიონატში მოხდება, ახალ ვებ–გვერდზე განთავსდება სხვა საინტერესო  ამბებთან ერთად.
როგორც საქართევლოს ეროვნული ჩემპიონატს (სუპერლიგას) აქვს საკუთარი საიტი (www.superleague.ge), ასევე ექნება 16–წლამდელებსაც, სადაც ჩვეულ სიახლეებთან ერთად წარმოდგენილია მატჩების სრული ოქმები და ხელმისაწვდომია სრული სტატისტიკა – როგორც გუნდური, ისე თითოეული მოთამაშის.
16–წლამდელთა ჩემპიონატის საიტზე გადასვლა შესაძლებელი იქნება როგორც ჩვენი ვებ–გვერდიდან, ასევე სუპერლიგის ოფიციალური საიტიდან (www.superleague.ge).
მუშაობა მიმდინარეობს და სულ მალე ჩაირთვება 18 და 20–წლამდელთა ჩემპიონატებთა ვებ–გვერდებიც.