გამყრელიძისთვის ბუნდეს–სეზონი დაიწყო

გერმანიის ჩემპიონატის პირველ ტურში ლაშა გამყრელიძის “მიტელდოიჩერმა” “ვალტერ ტაიგერსს” ოვერტაიმში 95:91 სძლია, ქართველმა გამთამაშებელმა კი ძირითად ხუტეულში ითამაშა და მოედანზე 25 წუთი დაჰყო.
ტუბინგენში გამართული მატჩის ძირითადი დრო 80:80 დასრულდა, ოვერტაიმში კი “მიტელდოიჩერმა” 15:11 იმარჯვა. გამყრელიძემ  25 წუთში 7 ორქულიანი და 1 სამქულიანი ააცილა, 2 საჯარიმოდან კი 1 გამოიყენა.
ლაშამ 6 შედეგიანი პასი და 2 ჩაჭრაც მიითვალა, ბურთი კი ორჯერ დაკარგა.
“მიტელდოიჩერის” რიგებში 10-ქულიან ზღვარს ხუთმა კალათბუთელმა უწია, საუკეთესო კი ანატოლი კაშიროვი გახლდათ, რომელსაც ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა. რუსი კალათბურთელის მონაგარი 19 ქულა და 9 მოხსნაა.
გამყრელიძის კლუბი ჩემპიონატის მე-2 მატჩს, 11 ოქტომბერს, შინაურ კედლებში “რატიოფარმის” წინააღმდეგ ჩაატარებს.