გელა წულაძის ნაკრები სლოვენიასთან დამარცხდა

თურქეთში, საქარიაში საერთაშორისო ტურნირზე, გელა წულაძის კადეტთა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის მეხუთე შეხვედრა სლოვენიელ თანატოლებთან 55:67 დათმო და სანუგეშო ფლეი ოფში გააგრძელებს ასპარეზობას. ხვალ ჩვენი კადეტები პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრებში 13 ქულით ყველაზე შედეგიანი მერაბ ბოქოლიშვილი იყო, ხოლო ლევან ელიაძეს კი ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.