გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა – MVP ჯანან მუსა გახდა

გიორგი შერმადინი ესპანური ლიგის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა – MVP ჯანან მუსა გახდა

საქართველოს ნაკრებისა და „ტენერიფეს“ წინახაზელმა გიორგი შერმადინმა კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. იგი ესპანეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში შეიყვანეს.

ესპანური ლიგის ოფიციალურმა საიტმა მასთან ერთად სიმბოლურში მოახვედრა მარსელინიო უერტასი (ტენერიფე), ნიკო ლაპროვიტოლა (ბარსელონა), ძანან მუსა (ბრეოგანი) და ჩიმა მონეკე (მანრესა).

საიტზე გიორგის შესახებ საინტერესო რამ წერია: „ქართველმა ცენტრმა მორიგი დიდებული სეზონი ჩაატარა და სარგებლიანობის კოეფიციენტის მიხედვით (21.5), ზუსტ ორქულიანებსა (5.1) და საჯარიმოებში (5.0) მე-2 იყო. გარდა ამისა, მე-3 ადგილზე გავიდა საშუალოდ ჩატენვებში (1.6), მე-5 იყო ქულებით (15.2), მე-6 – დაცვაში მოხსნებში (4.1), საშუალო პლუს/მინუს მაჩვენებელი კი +3.8 (მე-18) აღმოაჩნდა. გიორგი ტურის საუკეთესო კალათბურთელი 4-ჯერ გახდა“.

ასევე გაირკვა ესპანური ლიგის რეგულარული სეზონის ახალი საუკეთესო მოთამაშე, რომელიც “რიო ბრეგანის” ბოსნიელი ფორვარდი, ჯანან მუსა გახდა. შეგახსენებთ, რომ ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი გიორგი შერმადინის გახლდათ, რომელმაც MVP-ის ტიტული 2021 წლის მაისში მოიგო.