გიორგი ცინცაძემ “დონეცკთან” კონტრაქტი გააფორმა

გიორგი ცინცაძემ “დონეცკთან” კონტრაქტი გააფორმა

გიორგი ცინცაძემ მოაგვარა ყველა დეტალი უკრაინელებთან და ის „ბკ დონეცკის“ სრულუფლებიანი წევრია. ქართველმა გამთამაშებელმა სეზონის ბოლომდე კონტრაქტი გააფორმა ამ კლუბთან და უკვე დღეს, 21 დეკემბერს შესძლებს მოედანზე გასვლას.
„დონეცკი“ უკრაინის სუპერლიგაში მესამე ადგილზეა, მაგრამ იგი პოტენციური პირველადგილოსანია. წაგებების მხრივ თუ დავაჯამებთ, დონეცკელები პირველ ადგილს კიევის „ბუდეველნიკთან“ იყოფენ. დღეს თბილისის დროით საღამოს 8 საათზე „დონეცკი“ „ნიკოლაევს“ გაეჯიბრება და სავარაუდოდ ცინცაძეც გავა მოედანზე.