გიორგი ცინცაძემ ყველა ვარსკვლავის მატჩში მიიღო მონაწილეობა

ბალტია – ევროპა 136:15432:46, 36:29, 31:45, 37:34ბალტია: კალნეიტისი (18 ქ. 6 პ), ვალტერსი (22 ქ. 6 მ. 5 პ. 2 ჩ), კანგური (4 ქ), ჟუკაუსკასი (8 ქ. 2 მ), ლუკაუსკასი (18 ქ. 8 მ), ტაინი (11 ქ), ტალტსი (1 ქ), კრიისა (9 ქ. 5 მ. 5 პ), პეტრავიჩუსი (20 ქ. 11 მ), შკელე (15 ქ), იასონსი (10 ქ. 6 მ).ევროპა: გიორგი ცინცაძე (21 წუთი, 8 ქულა, 3 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 1 შედეგიანი გადაცემა), კუსვორთი (12 ქ), აკინბაია (14 ქ. 3 მ), შტიმაცი (25 ქ. 8 მ. 3 პ), კეძო (23 ქ. 8 მ), ბროილზი (20 ქ. 3 პ), პოპოვიჩი (15 ქ), ეიდსონი (14 ქ), პრაისი (10 ქ. 3 მ), მალაგე (13 ქ).

საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა, ესტონური “ტარტუ როკის” წევრმა გიორგი ცინცაძემ ბალტიის ლიგის “ყველა ვარსკვლავის” შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მატჩში ბალტიისპირელები ევროპელ ვარსკვლავებს დაუპირისპირდნენ და შეხვედრა ლეგიონერების დამაჯერებელი გამარჯვებით, 154:136 დასრულდა.
გიორგიმ მოედანზე 21 წუთი გაატარა და ამ დროში ორივე სამქულიანი გამოიყენა და ლეგიონერთა სასტარტოში დაყენებულმა, მერვე ნომრით მოთამაშე ცინცაძემ საკმაოდ ეფექტურადაც ითამაშა. მატჩში არ მიუღია მონაწილეობა გამოკითხვის შედეგად ყველაზე მეტი ხმის მიმღებ მარკუს ბრაუნს (ჟალგირისი).ყველაზე შედეგიანი ვლადიმერ შტიმაცი იყო, რომელმაც მატჩი 25 ქულით დაასრულა.