გიორგი ცინცაძის 9 შედეგიანი გადაცემა

მიმდინარე სეზონში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატრა გიორგი ცინცაძემ, რომლის “როკიც” ევროთასის ჯგუფური ეტაპის მატჩში შინ რუსულ “სამარას” დაუპირისპირდა.ცინცაძემ თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოედანზე 32 წუთი (თავის გუნდში ყველაზე მეტი) გაატარა და ამ დროში 4 საშუალო სროლიდან 2, ხოლო 5 სამქულიანიდან ასევე 2 ტყორცნა გამოიყენა და საბოლოოდ, მატჩი 10 ქულითა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, 9 შედეგიანი გადაცემით (ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი) დაასრულა. ქართველი უკანახაზელის ანგარიშზე ასევე 6 მოხსნა (“როკში” მხოლოდ 11 მოხსნის გამკეთებელ ბრაიან გასუორტს ჩამორჩა) და 4 ჩაჭრა (მატჩში ყველაზე მეტი) იყო.2 ტურის შემდეგ ცინცაძის გუნდი ტავის ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.
 
A ჯგუფი1. როკი 2:0 4 ქულა2. ლაპეენრანტა 1:1 33. სამარა 1:1 34. პაოკი 0:2 2
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.