გიორგი ცინცაძის გუნდმა გამარჯვება მოიპოვა

ესტონეთის ჩემპიონატში ფლეი ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.
გიორგი ცინცაძის “როკმა” მეოთხედფინალში იოლად დაამარცხა “კრაფტი”. ცინცაძის გუნდმა პირველი მატჩი 91:75 მოიგო, ხოლო მეორე მატჩში კი ოპონენტი გასვლაზე 107:73 გაანადგურა. პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების გამთამაშებელმა 30 წუთში 15 ქულა, 8 პასი, 3 ჩაჭრა და 1 მოხსნა დააგროვა. მეორე მატჩში კი გიორგის მონაგარი შემდეგი იყო – 32 წუთი, 12 ქულა, 4 პასი, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა.
ნახევარფინალში ცინცაძე და “როკი” ოდნავ სერიოზულ მეტოქეს დაუპირისპირდნენ და “ფაუსტოს” პირველი მატჩი საკუთარ მოედანზე 84:66 მოუგეს.
ცინცაძე ამჯერადაც გამორჩეული იყო – 38 წუთში მისი მონაგარი 16 ქულა, 6 ზუსტი გადაცემა, 4 მოხსნა და ამდენივე ჩაჭრა. მან 6 საჯარიმოდან ყველა გამოიყენა.