გოგა ბითაძე მოედანს 5 ქულით, 6 მოხსნით და მწვრთნელთან შელაპარაკებით დაუბრუნდა

გოგა ბითაძე მოედანს 5 ქულით, 6 მოხსნით და მწვრთნელთან შელაპარაკებით დაუბრუნდა

გოგა ბითაძე, რომელმაც ტრავმის გამო 7 მატჩი გამოტოვა, მოედანს დაუბრუნდა. მისმა ინდიანამ საკრამენტოს უმასპინძლა და 93:104 დამარცხდა. ამ შეხვედრაში ქართველ ცენტრსა და ინდიანელთა ასისტენტ მწვრთნელ გრეგ ფოსტერს შელაპარაკება მოუვიდათ. როგორც Yahoo Sports-ი ინფორმაციას ავრცელებს, შელაპარაკების მიზეზი შემდეგი გახლდათ:

“ბითაძემ მესამე პერიოდის ბოლოში „საკრამენტოს“ კალათბურთელს, მაურის ჰარკლესს ხელი არ შეუშალა და მარტივი ბურთი ჩააგდებინა, რაზეც ფოსტერი გაბრაზდა და ქართველ კალათბურთელს შენიშვნა მისცა, „პეისერსი“ მალევე შეტევაზე გადავიდა და გოგამ სამქულიანი ჩააგდო, რის შემდეგაც მან ბიორკგრენის ასისტენტს გაჩუმებისკენ მოუწოდა და ამაზე ფოსტერი გაცხარდა”.

მატჩის შემდეგ ინციდენტის შესახებ კომენტარი ინდიანას მთავარმა მწვრთნელმა, ნეიტ ბიორკგრენმაც გააკეთა.

„მე ორივე მათგანს გავესაუბრე ამის შესახებ, კიდევ გავესაუბრები და გავარკვევ ზუსტად ვინ როგორ თქვა. ორივე ძალიან ბევრს შრომობს და გუნდისთვის ორივეს საუკეთესო უნდა. იმედგაცრუებამ მათი გაღიზიანება გამოიწვია“, – განაცხადა ნეიტმა.

გოგამ 20 წუთი და 37 წამი ითამაშა და ცოტ-ცოტა ყველაფრის გაკეთება მოასწრო. მან 5 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 დაფარება დააგროვა. თამაშიდან 4-ჯერ ისროლა და თითო-თითო სამქულიანი და ორქულიანი ჩააგდო. ბითაძე მეტოქის წინააღმდეგ სამჯერ დაჯარიმდა.