გოგა ბითაძის 9 ქულა მილუოკისთან

გოგა ბითაძის 9 ქულა მილუოკისთან

გოგა ბითაძემ ნბა-ში შედეგიანი მატჩი ჩაატარა. მისი “პეისერსი” აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერ “მილუოკის” შეხვდა და 100:119 დამარფცხდა, ქართველმა ფორვარდმა კი არასრულ 8 წუთში 9 ქულა ჩააგდო.

7 წუთსა და 45 წამში მის ანგარიშზე 9 ქულასთან ერთად 1 მოხსნაც იყო (დაცვაში). გოგამ 7 მცდელობიდან 4 ჩააგდო – აქედან ერთი სამქულიანი. აღსანიშნავია, რომ მან სამიანი 4-ჯერ ესროლა. საბოლოოდ, გოგას +/- კოეფიციენტი +17 გამოუვიდა, რაც ძალიან კარგი შედეგია. მართალია, პეისერსი დამარცხდა და მოგებათა 4-მატჩიანი სერია შეწყვიტა, მაგრამ გოგასთვის მიცემული დრო და მისი შედეგიანი თამაში ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. ბითაძემ ინდიანელთა ძირითდ ცენტრ მაილს ტერნერზე მეტი ქულა დააგროვა – არადა, ამ უკანასკნელმა მთელი 30 წუთი ითამაშა და მხოლოდ 7 ქულა ჩააგდო. 

თამაში პეისერსისთვის ძალიან ცუდად დაიწყო: 10 წუთიც არ იყო გასული, ინდიანა უკვე 22 ქულით (!) აგებდა და ისე ჩანდა, რომ ბითაძის გუნდი განადგურდებოდა. მაგრამ პეისერსი ასე ადვილად არ დანებდა. მეორე მეოთხედში განსაკუთრებით ტი ჯეი უორენის დამსახურება იყო ის, რომ დიდ შესვენებამდე სხვაობამ მხოლოდ 2 ქულა შეადგინა.

მაგრამ მესამე პერიოდში ისტორია განმეორდა და მილუოკი 18 ქულით გაიქცა. მართალია, პეისერსმა ისევ შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს აღარ იყო ისეთი ქამბექი, როგორც პირველ ტაიმში. იანისის შემდეგ, მილუოკიდან საუკეთესო კრის მიდლტონი გახლდათ 20 ქულით.  პეისერსის საუკეთესო კი უორენი იყო 18 ქულით.

37 მოგებითა და 25 მარცხით ინდიანა აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილზეა. შემდეგ მატჩს ბითძის გუნდი 7 მარტს, ჩიკაგოში, ბულსთან გამართავს.