გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი და MVP-ის ტუტული ბოსნიაში მოგებულ მატჩში

გოგა ბითაძის ორმაგი დუბლი და MVP-ის ტუტული ბოსნიაში მოგებულ მატჩში

საქართველოს ეროვნული ნაკრების 18 წლის წევრმა, გოგა ბითაძემ ადრიატიკის ლიგის მე-11 ტურში თავი ისახელა. ქართველი ცენტრის “მეგა ბიმაქსი” ბოსნიურ “იგოკეას” ესტუმრა და 89:82 მოგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გოგა ბითაძე დასახელდა.

გოგა სასტარტო ხუთეულში გახლდათ და მოედანზე გატარებულ არასრულ 26 წუთში  წუთში 13 ქულა, 10 მოხსნა (4 შეტევაში), 2 პასი და 4 დაფარება მიითვალა. ბითაძემ 9-დან 5 ორქულიანი და 3-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ.

ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტმა 23 შეადგინა, რაც ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. “მეგა ბემაქსმა” 4 მოგება და 7 მარცხი მოაგროვა და 12-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზე გადაინაცვლა, მომდევნო მატჩს კი 18 დეკემბერს, ხორვატიაში, “ციბონასთან” ჩაატარებს.