გორდონ ჰერბერტი: მეორე ნახევარში ბიჭები ათამაშდნენ

გორდონ ჰერბერტი: მეორე ნახევარში ბიჭები ათამაშდნენ

გორდონ ჰერბერტის ხელმძღვანელობით საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ავსტრიასთან შეხვედრაში მეორე ნახევარში მატჩის მსვლელობა სათავისოდ შეატრიალა და საბოლოოდ, 68:63 გამარჯვება მოიპოვა. ეს მოგება დიდი შესვენების მერე გამოსწორებულმა გუნდურმა თამაშმა, დროულმა შეცვლებმა და ზაზა ფაჩულიასა და ტაირონ ელისის ბრწყინვალე გამოსვლამ განაპირობა. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავსტრიიდან ჩამოსვლის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა:
“პირველ ნახევარში თამაში არ წაგვივიდა და რამდენიმე სერიოზული შეცდომაც დავუშვით. დაცვაში სოლიდურად ვერ გამოვიყურებოდით, მაგრამ დიდ შესვენებაზე გუნდი გამოფხიზლდა და მეორე ტაიმში საკმაოდ დალაგებული კალათბურთი ვითამაშეთ. გამარჯვების მიუხედავად, სამუშაო ჯერაც ბევრია და ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ავსტრიაზე ძლიერი გუნდი ასეთი პირველი ნახევრის მერე მატჩს ნამდვილად არ მოგვაგებინებს. მიხარია, რომ დიდი შესვენების მერე საქართველოს ნაკრების წევრებმა მთელი თავისი ლტოლვა, დიდი გული ჩააქსოვეს თამაშში და შედეგიც სათანადო მივიღეთ”.