გულშემატკივარი გამარჯვების თილისმის სახელს ირჩევს – ერთად ვუქომაგოთ კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს!

გულშემატკივარი გამარჯვების თილისმის სახელს ირჩევს – ერთად ვუქომაგოთ კალათბურთელთა ეროვნულ ნაკრებს!

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის ემზადება.  ჩვენი ქვეყნის ნაკრები 29 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში სერბეთს უმასპინძლებს, ხოლო 2 ივლისს ავსტრიის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

აღნიშნულ მატჩებზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გულშემატკივრებთან ერთად გაამხნევებს გამარჯვების თილისმა.

გამარჯვების თილისმა ლომია, რომლის სახელის შერჩევაში მონაწილეობის მიღება გულშემატკივრებს  გამოკითხვის  მეშვეობით შეეძლებათ.  

გამოკითხვა კალათბურთის ფედერაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე და ფეისბუქზე დღეიდან დაიწყო და 25 ივნისამდე გაგრძელდება – http://superleague.ge/vote/

შეგახსენებთ, რომ საქართველო-სერბეთისა და საქართველო-ავსტრიის მატჩებზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა tkt.ge-ზე მიმდინარეობს. ორივე მატჩის ბილეთების შეძენის შემთხვევაში კი (ერთი და იგივე ადგილზე)  გულშემატკივრები ისარგებლებენ – ფასდაკლებით  tkt.ge/basketball   

 

პიპო/PIPO – ძალიან საყვარელი „პიპო“ ლომი,  განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ😍

 

მალასა/MALASA –  ლაზების ძველი მეფეა👑

 

ჯეო/Geo – ჩვენი ქვეყნის გამარჯვების თილისმაა 😊