იანისი დაბრუნდა, მამუკელაშვილმა ბრუკლინთან 15 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა

იანისი დაბრუნდა, მამუკელაშვილმა ბრუკლინთან 15 წუთში 4 ქულა და 4 მოხსნა მოაგროვა

“მილუოკი ბაქსს” იანის ადეტოკუმბო დაუბრუნდა და “ხარირმებმა” გასვლაზე ნბა-ს ერთ-ერთი ფავორიტი “ბრუკლინი” დაამარცხეს – 121:109. მატჩში მონაწილეობა მიიღო მილუოკელთა სუპერვარსკვლავის პოზიციაზე მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილმა. წინა მატჩში ქართველმა ფორვარდმა ადეტოკუმბოს არყოფნის გამო 23 წუთი ითამაშა, ამჯერად მას 15 წუთი მიეცა, რომელიც სანდრომ საკმაოდ კარგად გამოიყენა.

მამუკელაშვილმა 4-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, 1 სამიანი კი გააცუდა. სანდრომ კარგად იმუშავა მეტოქის ფარზე, სადაც 3 მოხსნა მოიპოვა. მთლიანობაში მის ანგარიშზე 4 ქულა, 4 მოხსნა და 2 ჩაჭრა დაგროვდა. ქართველი ფორვარდი 2-ჯერ დაჯარიმდა და ბურთი არ დაუკარგავს. 

საუკეთესო, რა თქმა უნდა, იანის ადეტოკუმბო გახლდათ, რომელმაც 31 ქულა, 9 პასი და 7 მოხსნა მიითვალა. ცენტრმა ბობი პორტისმა 25 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა. ბრუკლინში კევინ დიურანტი 29 ქულით, 9 მოხსნით და 7 პასით გამოირჩა. ჯეიმს ჰარდენმა 16 ქულა, 9 მოხსნა და 7 პასი მიითვალა. მასპინძლებს ვერ დაეხმარა კაირი ირვინგი, რომელიც აუცრელია და ნიუ იორკის კანონების შესაბამისად, მოედანზე სათამაშოდ ვერ გადის. ირვინი ბლუკლინელებს მხოლოდ გასვლით მატჩებზე დაეხმარება.

შემდეგ მატჩს მილუოკი 9იანვარს, სტუმრად შარლოტთან გამართავს.