ილიას ზუროსი და ალეკსანდარ ჯორჯევიჩი ერთმანეთს ვარჯიშზე შეხვდნენ

ილიას ზუროსი და ალეკსანდარ ჯორჯევიჩი ერთმანეთს ვარჯიშზე შეხვდნენ

დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2019 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე მატჩს გამართავს. ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ევრობასკეტის მოქმედი ვერცხლისმედალოსანი და მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდი სერბეთი იქნება, რომელსაც ქართველები ბელგრადის ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ნაკრები ბელგრადში გერმანიიდან, 25 ნოემბრის დილას ჩავიდა და საღამოს „ალეკსანდარ ნიკოლიჩზე“ მსუბუქად ივარჯიშა. ილიას ზუროსმა გუნდი სრული დატვირთვით მეორე დღეს, 26 ნოემბერს ავარჯიშა. ქართველებამდე ალეკსანდარ ნიკოლიჩის დარბაზი სერბებს ჰქონდათ დაკავებული და გასასვლელში ერთმანეთს ილიას ზუროსი მათ მთავარ მწვრთნელ ალეკსანდარ ჯორჯევიჩს შეხვდა. მწვრთველებმა ფიბა-ს ახალი სანაკრებო ფორმატის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ფაქტობრივად ნბა-სა და ევროლიგის მოთამაშეების გარეშე ტოვებს ნაკრებებს. ზუროსმაც და ჯორჯევიჩმაც საკუთარი დააფიქსირეს ამის გამო.

ილიას ზუროსმა ასისტენტებთან ერთად ნაკრები კომბინირებულად ავარჯიშა. სროლები, კომბინაციები, ორმხრივი თამაში და რა თქმა უნდა, მოთელვები – ეს გახლდათ ის კომპონენტები, რაზეც ნაკრების წევრებმა „ალეკსანდარ ნიკოლიჩზე“ იმუშავეს. ყველა მოთამაშე მხნედაა და ტრავმა არავის აწუხებს. საქართველოს ნაკრები თამაშის დღეს, 27 ნოემბერს, დილის 10:30 საათზე მსუბუქად ივარჯიშებს.

სერბეთი და საქართველო ოფიციალურ დონეზე არასდროს შეხვედრიან. ორივე ამხანაგურ მატჩი, რომელბიც 2012 და 2017 წლებში ამ ნაკრებებს შორის გაიმართა,  საქართველომ მოიგო.

სერბეთი – საქართვეელო თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შემოგთვაზებთ.