ილიას ზუროსისა და თორნიკე შენგელიას წინა სატურნირო პრესკონფერენცია

ილიას ზუროსისა და თორნიკე შენგელიას წინა სატურნირო პრესკონფერენცია

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე 2 დღით ადრე ილიას ზუროსმა და თორნიკე შენგელიამ ოკინავაში გამართულ წინა სატურნირო პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს. 

 

ილიას ზუროსი – მზად ვართ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი პირველი გამოჩენისთვის. გვინდა რომ ვისიამოვნოთ აქ გატარებული ყოველი წამით, ამასთან ერთად  მოვიგოთ რაც შეიძლება მეტი თამაში და ვიყოთ კონკურენტუნარიანები.

თორნიკე შენგელია – იაპონიაში 4-5 დღის წინ ჩამოვფრინდით. კუნძული ძალიან მოგვეწონა, ხალხო ძალიან კეთილგანწყობილია . ეს ჩვენი პირველი გამოჩენაა მსოფლიო ჩემპიონატზე, აქ ყოფნა ძალიან გვახარებს, თუმცა  ამავდროულად გვინდა ტურნირზე ჩვენი ნაკვალევი დავტოვოთ, რაც შეიძლება მეტი თამაში მოვიგოთ და შეძლებისდაგვარად შორს წავიდეთ.

რა არის თქვენი გუნდის ძლიერი მხარე

თორნიკე შენგელია – თავისთავად ყველაზე ცხადი შიგნით თამაშია, გავაუმჯობესეთ პერიმეტრი, შეგვიძლია შიგნით და გარეთ ვითამაშოთ. ამასთან  ხასიათი და მებრძოლი სული ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.

შეიძლება იაპონიას შეხვდეთ რა წარმოდგენა გაქვთ ჩვენს გუნდზე?

თორნიკე შენგელია  – პირველ რიგში კაბო ვერდესთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ, შემდეგ მომდევნო თამაშებზე. თუ ისე მოხდება რომ იაპონიას შევხვდებით უკეთესი პასუხი სწორედ დაპირისპირებამდე გვექნება.

თქვენი ქვეყანა ცნობილი ყურძნითა და ღვინით, დასვენების დღეებში თუ სვამთ ღვინოს?

თორნიკე შენგელია – ზოგადად ცოტ-ცოტას ვსვამთ ხოლმე თუმცა არა მიმდინარე ჩემპიონატზე რადგან ვცდილობთ რომ მაქსიმალურად მომზადებულები ვიყოთ. თუმცა ერთი ჭიქა სადილზე არავის ვნებს, განსაკუთრებით გამარჯვების შემდეგ.

თქვენი ვარცხნილობა ძალიან ჰგავს სამურაის სტილს. კონკრეტული ვარცხნილობა გაქვთ თუ შეკრული თმა იაპონიისთვის შეარჩიეთ?

თორნიკე შენგელია – ჩვენი მიზანი იყო რომ მსოფლიოზე მოვხვედრილიყავით, ძალიან გვინდოდა იაპონიაში თამაში და მე ჩემი სტილით ვიწინასწარმეტყველე აქ ყოფნა.

ილიას ზუროსი – და ვიმედოვნებ ყველა იაპონელი გვიგულშემატკივრებს ამის გამო

თქვენ ეთამაშეთ ისლანდიას და თამაშის მერე თქვენი გუნდი მართლაც ერთიანი იყო, რას გრძნობდით ამ თამაშის შემდეგ?

ილიას ზუროსი – ეს იყო ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი თამაში, იმიტომ რომ მრავალ წლიანი მცდელობის შემდეგ მსგავსს ტურნიტებზე გვეთამაშა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად გავდიოდით.  შესაბამისად ჩვენთვის დაუვიწყარი და სასიხარულო მომენტი იყო. მრავალი წელია ერთად ვართ, ერთად ვიბრძვით. ნაკრებში თითოეულ გამოძახებაზე ყველა კალათბურთელი ყოველთვის მოდის. თოკომ 3 თამაში ითამაშა 4 დღეში, როგორც ეროვნულში ასევე თავის კლუბში. იტალიაში უკან გაფრინდა რომ მატჩი ჩაეტარებინა და შემდეგ თბილისში დაბრუნდა. ეს გასაოცარი მომენტი იყო ყველასთვის.

არის თუ არა მსოფლიოზე პირველად ყოფნაში რაიმე უპირატესობა და როგორ უდგებით მიმდინარე ჩემპიონატს?

ილიას ზუროსი – როგორც ვთქვი აქ ყოფნის უპირატესობა ისაა რომ მსოფლიოზე თამაშს ვიმსახურებთ. ზოგი გუნდი აუტსაიდერად ითვლება, თუმცა ამასთან  კარგად ვიცით რომ კალათბურთში ყველას შეუძლია ფავორიტის დამარცხება. ყველაზე მნიშვნელოვანია რომ გუნდურად ვითამაშოთ, კონკურენტუნარიანები ვიყოთ და დღის ბოლოს ვნახავთ იმ შედეგებს, რომელსაც მსოფლიოზე მივიღებთ. დარწმუნებული ვარ რომ ჩვენს მაქსიმუმს გავაკეთებთ და ყველა მომენტით ვისიამოვნებთ.

2 დღეში ეთამაშებით კაბო ვერდეს, რას უნდა ველოდოთ თქვენს პირველ თამაშში?

თორნიკე შენგელია – ვიცით რომ ერთ-ერთ ყველაზე ბრძოლისუნარიან გუნდს ვუპირისპირდებით. კარგად ვიაზრებთ პირველი თამაშის მნიშვნელობას! ჩვენვის უმთავრესია კორტზე გასვლის პირველივე წუთებიდან მეტოქეს დავანახოთ როგორ ვითამაშებთ ფიზიკური და მენტალური სიძლიერით. გვინდა რომ პირველი თამაშით მთელი ტურნირის ფონი შევქმნათ!