16-წლამდელთა B ლიგაში რეგულარული დასრულდა და პლეი ოფი იწყება

16-წლამდელთა B ლიგაში რეგულარული დასრულდა და პლეი ოფი იწყება

დასრულდა 16-წლამდელთა B ლიგის რეგულარული ჩემპიონატი, რომელშიც ტრადიციულად 24 გუნდი მონაწილეობდა. გუნდები გადანაწილებული იყო 6 ჯგუფში და 2 წრის შემდეგ საუკეთესო 16 გუნდი პლეი ოფში გავიდა, სადაც მერვედფინალში დაწყვილდა. რეგულარული ჩემპიონატიდან გუნდები პლეი ოფში შემდეგი პრინციპით გავიდნენ: თითოეული ჯგუფის I-II ადგილებზე გასულები (სულ 12 გუნდი), რომლებსაც 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი დაემატა. 

პირველი და მეორე ადგილებით პლეი ოფში გავიდნენ: თბილისი ბასკეტი 2, თსუ 1, ოვერტაიმი 2, რუსთავი 2, მართვე 2, ზფა 3, ფოთი, ვსა, ჰიუნდაი 2, მუხბე, ზფა 2, სპორტუნი. ამ 12 გუნდს დაემატა 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი: ქარი, სენაკი, აკადემია 2, ვსა2. დებულების თანახმად, პლეი ოფში გასული 16 გუნდი ნაჩვენები შედეგების მიხედვით კლასიფიცირდა და პლეი ოფში შემდეგი პრინციპით დაწყვილდა: 1-16, 2-15, 3-14, 4-13, 5-12, 6-11, 7-10, 8-9 (იილეთ პოსტერი).

მერვედფინალური სერია 2-მატჩიანი იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ გუნდები 2 შეხვედრას ჩაატარებენ და საერთო ჯამში საუკეთესო შედეგის მქონე მეოთხედფინალში გავა. გთავაზობთ მერვედფინალური სერიების კალენდარს.