ინდიანასა და ბითაძის გზები გაიყარა – ქართველი ცენტრი თავისუფალი აგენტია

ინდიანასა და ბითაძის გზები გაიყარა – ქართველი ცენტრი თავისუფალი აგენტია

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი, გოგა ბითაძე, რომელმაც არასრული 3 სეზონი ნბა-ს კლუბ “ინდიანა პეისერსში” გაატარა, თავისუფალი აგენტია. გუშინ, ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშეთა გაცვლების ბოლო დღე იყო და არაერთი ტრეიდიც განხორციელდა, რომელშიც ბითაძის გუნდიც იყო ჩართული. სამწუხაროდ, ქართველი კალათბურთელის გვარი გარიგებაში არ მონაწილეობდა: ტრეიდის განხორციელების შემდეგ ინდიანამ ბითაძეს თავისუფალი აგენტის სტატუსი მიანიჭა და ის ამ მომენტიდან უგუნდოდაა.

რაც შეეხება გაცვლას, მასში ბრუკლინ ნეტსი და სანდრო მამუკელაშვილის მილუოკი ბაქსი მონაწილეობდნენ. მილუოკიმ მსუბუქი ფორვარდი ჯეი კრაუდერი მიიღო (რომელსაც მძიმე ფორვარდადაც შეუძლია თამაში), სამაგიეროდ კი დრაფტის 5 მეორე წრის აყვანის უფლება გასცა. პეისერსმა მიიღო სანდროს თანაგუნდელი ჯორდან ნვორა და ორი მეორე რაუნდის კალათბურთელი მომავალ დრაფტებში. 

ბითაძის მომავალი გუნდის ვინაობა, სავარაუდოდ, მალე გაირკვევა.