Jr. NBA at Home – ახალი, ყოველდღიური ვარჯიშების მობაილ-აპლიკაცია მოზარდებისთვის

Jr. NBA at Home – ახალი, ყოველდღიური ვარჯიშების მობაილ-აპლიკაცია მოზარდებისთვის

Junior NBA at Home – ეს გახლავთ ახალი პროგრამა, რომელიც გლობალური კამპანიის – NBA Together-ის ფარგლებში ხორციელდება და განკუთვნილია ჯუნიორ ნბა-ს მონაწილე მოზარდებისთვის ევროპაში და ახლო აღმოსავლეთში. პროგრამა ხელმისაწვდომია მობაილ აპლიკაცია OWQLO-ზე როგორც ანდროიდის, ისე IOS-ის მომხმარებლებისთვის.

Junior NBA at Home არის 30-დღიანი ვარჯიშების სერია, რომელიც განკუთვნილია სახლის შეზღუდული სივრცის პირობებში სავარჯიშოდ და მას უძღვებიან ცნობილი ფიტნეს-ინსტრუქტორები და მწვრთნელები – ნატალი ჰიგბი და კრისტიან პლასჩენცია. პროგრამა მის მომხმარებლებს ყოველდღიურად შესთავაზებს  ვარჯიშების სრულ სერიას: გახურების ვარჯიშებს, დრილს, რთულ ვარჯიშებს და სუნთქვით ტექნიკას ვარჯიშის შემდეგ. 

აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლებს ვარჯიშებს პერიოდულად ნბა-სა და ქალთა ნბა-ს ყოფილი და მოქმედი მოთამაშეები, ასევე ჯუნიორ ნბა-ს მწვრთნელები შესთავაზებენ. სავარჯიშო ვიდეოები ხელმისაწვდომი იქნება ასევე ჯუნიორ ნბა-ს Facebook, Twitter  და Instagram გვერდებზე.

OWQLO-ს აპლიკაცია ხელმისაწვდომია წარმოდგენილ ბმულზე: www.owqlo.com