NBA 15 სექტემბერს, თბილისის დროით 20:00 საათზე Jr. NBA-ს გლობალური ჩემპიონატის დღეს მასპინძლობს. ცხოვრებისეული უნარ-ჩვევების ვირტუალური კლინიკა იმართება ევროპელი და შუა აღმოსავლელი ახალგაზრდებისათვის. ლაივ-სესიას გაუძღვება NBA-ს სამგზის ჩემპიონი – ბრიუს ბოუენი, ასევე მონაწილეობას მიიღებენ გონლდენ სტეიტ უორიორსის მოთამაშე – ჯეიმს ვაისმენი, WNBA-ს ლეგენდა რუთი ბოლტონი, იუტა ჯაზის კლინიკური სპორტული ფსიქოლოგი – რონალდ კიმონსი და Jr. NBA-ს გლობალური ჩემპიონატის ყოფილი მონაწილე რეგიონიდან.
გულშემატკივრებს დარეგისტრირება შეუძლიათ OWQLO აპლიკაციის საშუალებით, მონაწილეებს სესიაზე დასასწრებად დაეგზავნებათ Zoom-ის ლინკი. აღნიშნული აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც Apple-ის, ისე Android-ის მომხმარებლებისთვის.
რეგისტრაციის გასავლელად გადმოტვირთეთ აპლიკაცია OWQLO და მიჰყევით ინსტრუქციას:
Apple – https://apps.apple.com/us/app/owqlo/id1441823663
Android – https://play.google.com/store/apps/details?id=com.owqlo.app&hl=en_GB