კადეტებმა უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნეს!

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მერე, წარმატებით შეასრულა დასახული მიზანი კადეტთა ნაკრებმაც, რომელმაც სლოვენიის 100:70 ძლევის შემდეგ გაისად უმაღლეს დივიზიონში თამაშის უფლება შეინარჩუნა.არაჩვეულებრივარდ ჩაატარა შეხვედრა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ჩიკვილაძემ, რომელმაც 8 სამქულიანიდან მხოლოდ 2 ვერ გამოიყენა. ასევე დამაჯერებელი იყო ჩვენი გუნდის კაპიტნის, ტატო თავართქილაძეს თამაშიც. მისი მონაგარი ლამის სამმაგი დუბლით შეივსო. ტრადიციულად, 10-ქულიანი ზღვარი გადალახა თორნიკე შენგელიამ და სლოვენიას დიდი შესვენების შემდეგ მოგების მცირე შანსიც კი არ ჰქონია.მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს კადეტთა ნაკრები სერბეთს, საფრანგეთსა და ისრაელს შეხვდება.
საქართველო – სლოვენია 100:7025:21, 21:18, 23:16, 31:15საქართველო: ჩიკვილაძე (34 ქ. 4 მ. 4 ჩ. 2 პ), თავართქილაძე (19 ქ. 7 პ. 6 მ. 3 ჩ), დვალიშვილი (12 ქ. 11 მ. 2 დ. 2 ჩ), შენგელია (11 ქ. 4 მ. 3 პ. 1 ჩ. 1 დ), იოსელიანი (9 ქ. 4 მ. 4 პ. 2 ჩ. 1 დ), მაღლაკელიძე (7 ქ. 2 პ. 1 ჩ), ელანიძე (6 ქ. 4 მ), ჭოხონელიძე (2 ქ. 2 მ), ბაქრაძე, სულაბერიძე, ბოქოლიშვილი
ესპანეთი – იტალია 74:6321:14, 21:15, 21:21, 11:13
სატურნირო მდგომარეობაA ჯგუფი 1. ესპანეთი 3:02. იტალია 2:13. საქართველო 1:24. სლოვენია 0:3
მეორე ჯგუფური ეტაპიE ჯგუფი
1. ესპანეთი 2:02. სერბეთი 2:03. იტალია 1:14. საფრანგეთი 1:15. ისრაელი 0:26. საქართველო 0:2
საქართველოს ნაკრების განრიგი24.07. საქართველო – სერბეთი25.07. საქართველო – ისრაელი26.07. საქართველო – საფრანგეთი