კალათბურთის ფედერაციის პრესსამსახურის განცხადება

ხვალ,  13 ოქტომბერს, 14 საათზე, „დინამოს“ სტადიონთან მდებარე კაფე „მსოფლიო სპორტში“ გაიმართება დუდუ დადიანის მემორიალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია, რომელზეც ჟურნალისტებს ტურნირში მონაწილე გუნდების მწვრთნელებთან გასაუბრება შეეძლებათ.