კალათბურთის ფედერაციის სამძიმარი: გარდაიცვალა ილია ლეჟავა

კალათბურთის ფედერაციის სამძიმარი: გარდაიცვალა ილია ლეჟავა

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი კალათბურთელი, სპორტსაზოგადოება “ბურევესტნიკის” საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და საქართველოს ნაკრების წევრი, სალხთა სპარტაკიადის ორგზის მონაწილე და სტუდენტთა თამაშების ორგზის გამარჯვებული, ქართული საკალათბურთო ოჯახის ღირსეული წარმომადგენელი, ბატონი ილია ლეჟავა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თანაუგრძნობს ილია ლეჟავას ოჯახის წევრებსა და სრულიად სპორტულ საზოგადოებას.