კენ შილდსი: ფინეთთან ბოლომდე ვიბრძოლებთ

ისლანდიასთან წაგების შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კენ შილდსმა შემდეგი კომენტარი გააკეთა.
 
“წაგების მიუხედავად, ნაკრებში, მისი თითოეული წევრის განწყობა საბრძოლოა. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ისლანდიასთან მარცხით შემდეგ ეტაპზე გასვლა გავირთულეთ და ჩვენი ბედი რუმინეთისა და შვეიცარიის ჯგუფში სამომავლო მოვლენებზე იქნება დამოკიდებული.
 
მიუხედავად ამისა, ფინეთთან გუნდი თავის საუკეთესო კალათბურთს ითამაშებს და მოედანზე მოტივირებული იქნება. ქართველ გულშემატკივრებს თამაშზე მოსვლას მოგიწოდებთ. ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება”, – ამბობს კენ შილდსი.