კიევმა აზოვმაშთან საკუთარ მოედანზე წააგო

სამწუხაროდ, წარუმატებელი გამოდგა მანუჩარ მარკოიშვილისთვისა და მისი “კიევისთვის” უკრაინის სუპერფინალის მეორე მატჩი, რომელშიც მასოინძლები 76:81 “აზოვმაშთან” დამარცხდნენ.
საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერის ანგარიშზე 23 ქულა იყო, მან თამაშიდან 12-ში 7 სროლა გამოიყენა და 5 საჯარიმოდან 4 ჩააგდო. მარკოიშვლის ანგარიშზე ასევე 3 მოხსნა, 1 დაფარება და 1 შედეგიანი გადაცემა იყო.

სერიაში ანგარიში გათანაბრდა.
მატჩის სტატისტიკას აქ იხილავთ.
სერია: 1:1.