ლუკა ბულაშვილის 28 ქულა და გამარჯვება ლიგის ლიდერთან

ლუკა ბულაშვილის 28 ქულა და გამარჯვება ლიგის ლიდერთან

ახალგაზრდა ქართველი კალათბურთელის მორიგი წარმატებული მატჩი ესპანეთში. საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატის, ლუკა ბულაშვილის “კულერედო” ესპანეთის რანგით მეოთხე ლიგაში ერთ-ერთ ლიდერ “ლეონს” შეხვდა და ქართველი ლეგიონერის ლიდერობით დაამარცხა, რითაც ცხრილში გაუთანაბრდა.

“კულერედომ” “ლეონს” ლაკორუნიაში უმასპინძლა და 95:88 დაამარცხა. ბულაშვილმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და 34 წუთში 28 ქულა, 4 პასი, 5 ჩაჭრა და 2 მოხსნა მიითვალა. ლუკამ 8-დან 7 ორქულიანი, 11-დან 3 სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო. ამ შედეგით ბულაშვილი ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო იყო.

ამ მატჩის შემდეგ “კულრედოს” და “ლეონს” 8 მოგება დ 3 მარცხი დაუგროვდათ და მეორე ადგილზე არიან, პირველზე კი 2 წაგების მქონე “ინოვაა”.