მაიკლ დიქსონის 14 ქულა და გამარჯვება ჩემპიონთა თასზე

მაიკლ დიქსონის 14 ქულა და გამარჯვება ჩემპიონთა თასზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა, მაიკლ დიქსონმა ფრანგულ “სტრასბურში” მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა კი ფიბას ჩემპიონთა თასზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

სტრასბურგელებმა თურქულ “ბანვითს” უმასპინძლეს და 87:72 სძლიეს, დიქსონი კი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და ერთ-ერთი საუკეთესო იყო. მაიკლმა მოედანზე 16:52 წუთი გაატარა და 14 ქულა, 1 მოხსნა, 4 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა.
დიქსონმა 3-ვე ორქულიანი და 3-დან 2 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 2 პერსონალური ფოლი მიიღო. ამერიკელი უკანახაზელის სარგებლიანობის კოეფიციენტი 19-ს გაუტოლდა, რითაც ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ დარიონ ატკინსს (23 ქულა) ჩამორჩა.

“სტრასბურგმა” 5 მოგება და 2 მარცხი მოაგროვა და სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცა, მომდევნო მატჩს კი 12 დეკემბერს, სლოვენიაში, “ოლიმპიასთან” გამართავს.