მაიკლ დიქსონის 26-ქულიანი დებიუტი თურქეთში

მაიკლ დიქსონის 26-ქულიანი დებიუტი თურქეთში

მაიკლ დიქსონმა თურქეთში ბრწყინვალე დებიუტი მოიწყო. საქართელოს ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა უკანახაზელმა უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და საფრანგეთის უმაღლესი ლიგიდან თურქეთის რანგით მეორე ლიგაში გადავიდა. 16 დეკემბერს დიქსონმა პირველად ითამაშა “ბაჰჩეშეჰირის კოლეჯის” შემადგენლობაში და თავის გუნდს “ისთანბულსფორის” ძლევაში დაეხმარა. 

ბაჰჩეშეჰირელებმა შეხვედრა 82:72 მოიგეს. დიქსონი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 34:40 წუთი გაატარა, რა დროშიც 26 ქულა, 4 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მაიკლმა 10-დან 5 ორქულიანი, 9-დან 4 სამიანი 5-დან 4 საჯარიმო მიითვალა. დიქსონი ალბათ მეტსაც ითამაშებდა, 5 პერსონალური რომ არ მიეღო.

7 მოგებითა და 7 მარცხით “ბაჰჩეშეჰირი” 18-გუნდიან ლიგაში მე-8 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 23 დეკემბერს, სტუმრად მეხუთეადგილოსან “ბანდირმასთან” გამართავს.