მაკფადენის 12 ქულა და გამარჯვება ბარსელონასთან

მაკფადენის 12 ქულა და გამარჯვება ბარსელონასთან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელის, თად მაკფადენის “ხუვენტუდმა” “ბარსელონა” დაამარცხა. ესპანეთის ჩემპიონატის 29-ე ტურში ლიგის ლიდერი კატალონიელები სტუმრად შეხვდნენ “ხუვენტუდს” და მოულოდნელად 12 ქულით – 77:89 დამარცხდნენ.

“ბარსელონას” ძლევაში სოლიდური წილი უდევს მაკფადენს, რომელიც სათადარიგო იყო და მოედანზე 19:55 წუთით გამოჩნდა. თადმა 7-დან 4 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორიანი კი ააცილა. 12 ქულასთან ერთად მაკფადენმა თითო მოხსნა და პასი მიითვალა. გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო ნბა-გამოვლილი ამერიკელი, ლუკ ჰარანგოდი, რომელმაც 16 ქულა ჩააგდო.

16 მოგებითა და 14 მარცხით “ხუვენტუდი” მე-7 ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი 9 მაისს, აუტსაიდერ “მურსიასთან” შინ ჩაატარებს.