მაკფადენის 18 ქულა ტენერიფელებს მოსაგებად არ ეყოთ

მაკფადენის 18 ქულა ტენერიფელებს მოსაგებად არ ეყოთ

საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი უკანახაზელი, თად მაკფადენი ესპანური “იბეროსტარის” ლიდერად ჩამოყალიბდა. ეს გუნდიც საკმაოდ დაწინაურებულია ესპანურ ლიგაში, თუმცა გასულ, მე-5 ტურში მოულოდნელი მარცხი იწვნია. ტენერიფელებს ამ შეხვედრამდე 4-დან 3 მოგება ჰქონდათ, თუმცა შინაურ არენაზე “ესტუდიანტესთან” ფეხი დაუცხათ – 73:81 წააგეს და ლიდერებში ვერ გაერივნენ. 

როგორც წესი, თად მაკფადენი თავისიანთაგან საუკეთესო იყო. ამერიკელმა უკანახაზელმა 18 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ერთ მომენტში მან თავბრუ დაახვია მეურვეს და სამქულიანი ჩააგდო (იხილეთ ვიდეო). მაკფადენმა 3-დან 2 ორქულიანი, 10-დან 4 სამიანი და 3-დან 2 საჯარიმო ჩააგდო. 

3 მოგებით და 2 მარცხით “იბეროსტარი” ცხრილში მე-5 ადგილზეა, შემდეგ მატჩს კი 27 ოქტომბერს, სტუმრად “ანდორასთან” გამართავს.