მაკფადენის 25 ქულა და მორიგი გამარჯვება ესპანეთში

მაკფადენის 25 ქულა და მორიგი გამარჯვება ესპანეთში

ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა თად მაკფადენის “ტენერიფე იბეროსტარმა”. კუნძულელებმა “ობრადორიოს” უმასპინძლეს და ქართულპასპორტიანი ამერიკელი კალათბურთელის წინამძღოლობით 78:52 იმარჯვეს.

მაკფადენი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 30:11 წუთში 25 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
თადმა 2-ვე ორქულიანი, 9-დან 5 სამქულიანი და 6-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინაარმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, თადის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29-ს გაუტოლდა და გასაკვირი არაა, რომ ის მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ტენერიფელებმა 2 მოგება და 1 მარცხი მოაგროვეს და მე-4 ადგილზე გადაინაცვლეს, შემდეგი მატჩს კი ბექა ბურჯანიძის “გიპუზკოა ბასკეტთან” გამართავენ.